ადამიანის სული სოციალიზმის დროს

ახალი

ავტორი: ოსკარ უაილდი

ადამიანის სული სოციალიზმის დროს

დიდ იმედებს ამყარებდნენ დემოკრატიაზე. მაგრამ დემოკრატია, უბრალოდ, ნიშნავს ხალხის მიერ ხალხის მართვას ხალხის სახელით, თანაც - ხელკეტით.

ყოველგვარი ძალაუფლება დამამცირებელია. ის ამცირებს იმასაც, ვის მიმართაც იყენებენ მას, და იმასაც, ვის მიმართაც იყენებენ მას. როცა მას იყენებენ მოძალადურად, უხეშად და სასტიკად, ეს კარგია: აღშფოთდებიან ადამიანები და გაღვივდება ინდივიდუალიზმი - ძალაუფლების მესაფლავე ნამდვილი.

როცა მას იყენებენ შედარებით რბილად და ჯილდოების თანხლებით, ეს რყვნის ქვეყანას. ამ დროს ხალხი ვერ აცნობიერებს უღლის სიმძიმეს და ცხოვრობს მდაბალ კეთილდღეობაში. ის მოშინაურებულ ცხოველივითაა, რომელსაც ეფერებიან. მას ვერ შეუგნია, რომ ცხოვრობს სხვისი აზრებით, სხვის მსგავსად; აცვია, როგორც იტყვიან, სხვისი გამონაცვალი და არასოდეს არაა ის, რაც თვითონაა; არცერთი წუთით! . . .

გაზიარება:

წიგნის შეძენა

დაგვიტოვეთ თქვენი ინფორმაცია და ჩვენ მალე დაგიკავშირდებით!